ანა მიქელაძე - აბაშაში საკრებულოს წევრი უბანზე იმყოფებოდა, როგორც რიგითი ამომრჩეველი, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება
აბაშაში საკრებულოს წევრი უბანზე იმყოფებოდა, როგორც რიგითი ამომრჩეველი, კანონმდებლობის თანახმად, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
„გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გადავამოწმეთ ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი და კანონმდებლობის თანახმად, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ მიჰყვება ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში აბაშის საკრებულოს წევრი ლეონტი ნადარეიშვილი.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.