ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ომბუდსმენს, პროკურატურას, შსს-ს და სახელმწიფო ინსპექტორს ღია წერილით მიმართავს
ყველის გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს პროკურატურას, ომბუდსმენს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო ინსპექტორს ღია წერილით მიმართავს.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სახელმწიფო სტრუქტურებს დახმარებას სთხოვს.
„სამი დღეა მიმდინარეობს გაუთავებლად ჩემი პიროვნების სრული დისკრედიტაცია და ფსიქოლოგიური ტერორი. დღეს უკვე პირად სივრცეში მივარდებიან და პირდაპირ მიწვევენ საშინელ პროვოკაციაზე. მეძახიან სოციოპათს და მკვლელს. თუ რამედ გიღირთ ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე, რომელიც უკვე მართლა ბეწვზე ჰკიდია, გთხოვთ, კანონის შებამისად, დაიცვათ ჩემი უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეყოლებათ ან ინფარქტით ან სუიციდით გარდაცვლილი ერთი, სრულიად წყობიდან გამოსული მეყველის გვამი. მადლობა ყურადღებისთვის, მეტი არ შემიძლია. პ.ს. არ მინდა პანაშვიდი და ანა, დამშვიდდი კომენტარები. დამეხმარეთ სამართლებრივად, სანამ გვიან არ არის“, – აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.