ანა მარია შიკო - ვფიქრობ, ხალხებს შორის თავისუფალი მოგზაურობა სუვერენული გადაწყვეტილებაა, ყველაფერი პოლიტიკა არ არის
ვფიქრობ, რომ ხალხებს შორის თავისუფალი მოგზაურობა სუვერენული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
ანა მარია შიკოს კითხვა დაუსვეს რუსეთის მხრიდან ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციაზე.
„ვფიქრობ, რომ ხალხებს შორის თავისუფალი მოგზაურობა სუვერენული გადაწყვეტილებაა. ყველაფერი პოლიტიკა არ არის. ვფიქრობ, ბევრ ქართველს ჰყავს ნათესავები სხვა ქვეყნებში. უნდა იფიქროთ პერსონალურ მხარეზე. ყველაფერი პოლიტიკა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერში პოლიტიკა არ დავინახოთ“, – განაცხადა ელჩმა.