ანა მალიარი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით რვა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით რვა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ტელეგრამ-არხში წერს.
მალიარის ცნობით, გათავისუფლებულ დასახლებებს შორის არის ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება პიატიხატკი. აღნიშნული დასახლების უკრაინის ძალების დაკავების შესახებ მანამდე საოკუპაციო ძალები იტყობინებოდნენ.
მალიარის თქმით, ტავრიის მიმართულებით, საერო ჯამში, უკრაინულმა დანაყოფებმა შვიდი კილომეტრით წაიწიეს წინ.
უკრაინის მინისტრის მოადგილის ცნობით, ქვეყნის სამხრეთით თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობა გრძელდება.
„გასულ კვირას მტერი განიცდიდა არსებით დანაკარგებს. კერძოდ, გასულ კვირას მოწინააღმდეგის დანაკარგებმა ყველა მიმართულებით 4 600 მოკლული და დაშავებული შეადგინა. გარდა ამისა, ჩვენმა დამცველებმა ტყვედ აიყვანეს აგრესორის 80 მებრძოლი“, – აღნიშნავს მალიარი.