ანა მალიარი აცხადებს, რომ ბახმუტში რუსეთის ძალების შეტევის ინტენსიურობა შემცირდა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ ბახმუტში რუსეთის ძალების შეტევის ინტენსიურობა შემცირდა. ამის შესახებ მან ტელეგრამარხში დაწერა.
მალიარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის ძალები აკონტროლებენ ბამუხტის შემოგარენს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
„მტრის შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა არსებითად შემცირდა, ვინაიდან ის ანაცვლებს ვაგნერელების ჯარს რეგულარული დანაყოფებით და ცდილობს, დაასტაბილუროს თავდაცვა ამ მიმართულებით. ჩვენი ჯარები თავიანთი მოქმედებებით საგრძნობლად ურთულებენ მტერს ამ პროცესს. ამავე დროს, მტრის საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობა არ შემცირებულა“, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 20 მაისს ბახმუტის სრულად დაკავების შესახებ განაცხადა. 25 მაისს კი მან ქალაქიდან ვაგნერელების გაყვანის დაწყებისა და მათ პოზიციებზე რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფების განთავსების შესახებ განაცხადა.