ანა ლუჰრმანი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ კვირაში, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობას
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ კვირაში, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობას, – ამის შესახებ გერმანიის ევროპისა და კლიმატის სახელმწიფო მინისტრმა ანა ლუჰრმანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანას ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი.
„მე ოქტომბერში ვიყავი საქართველოში და ვნახე, რამხელა ენთუზიაზმია ქვეყანაში ევროკავშირთან დაკავშირებით. საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანას ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. ჩვენ ამ მხრივ ველოდებით თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს მომავალ წელს“, – განაცხადა ანა ლუჰრმანმა.