ანა ფოტიგა - შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო მოვლენებით
ანა ფოტიგა - შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო მოვლენებით

უდავოდ გვაქვს წარმატება ჩვენს პოლიტიკაში, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემი მხარდაჭერა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისადმი ურყევია. ამდენი წლის შემდეგ, ვფიქრობ, ორი საკითხი სტაბილურია ამ ქვეყნებში. ერთი არის ამ ქვეყნების საზოგადოებების ძალიან სტაბილური დასავლური განწყობა და მათი სურვილი, დარჩნენ ჩვენთან. მეორე არის რუსეთის სურვილი, მოახდინოს ამ ქვეყნებში დესტაბილიზაცია და დაიმორჩილოს ისინი. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, რჩება ძალიან რთული საკითხები, რომლებიც უნდა წამოვჭრათ. ბევრი დინამიური პოზიტიური რამ მოხდა. ჩვენ უდავოდ გვაქვს წარმატება ჩვენს პოლიტიკაში, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს. უკრაინა კვლავ ოკუპირებულია, აზოვის ზღვის პორტები ბლოკირებული, რუსეთისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ციხეებში კვლავ რჩებიან ადამიანები. საქართველო არის რეალური შეშფოთების მიზეზი და მე შეშფოთებული ვარ ბოლო მოვლენებით. ვფიქრობ, პოლიტიკური კრიზისი უკიდურესად საშიშია, ჩვენ ამას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.