ანა ფოტიგა - სააკაშვილი სამშობლოში სასამართლოს წინაშე წარდგომის სურვილით დაბრუნდა, მას არ ექცევიან, როგორც სხვა პირებს, ის ციხეში კვდება და ეს ძალიან მოქმედებს საქართველოს მომავალზე
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი, რომ იმკურნალოს საზღვარგარეთ, ის ციხეში კვდება და ეს ძალიან მოქმედებს საქართველოს მომავალზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.
ფოტიგას თქმით, სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა სასამართლოს წინაშე წარდგომის სურვილით.
„რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინმა პერსონალურად აღწერა მოპყრობის სახე, რომელიც მას სურდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელიც მაშინ საქართველოს პრეზიდენტი იყო. როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს მსოფლიოში, მას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი სამშობლო და არ იყოს განდევნილი. ამიტომ ის იქ დაბრუნდა სასამართლოს წინაშე წარდგომის სურვილით. მას არ ექცევიან, როგორც სხვა პირებს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ ის, რომ, ჰუმანიტარული მიზეზების გამო, იმკურნალოს საზღვარგარეთ, ის ციხეში კვდება და ეს ძალიან მოქმედებს საქართველოს მომავალზე“, – განაცხადა ფოტიგამ.