ანა ფოტიგა - როდესაც „ქართული ოცნება“ აჩერებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას, ვფიქრობ, დროა, ზეწოლა გაიზარდოს
2019 წლის ცნობილი პროტესტის შემდეგ იყო ჩართულობა შარლ მიშელის მხრიდან, ევროკავშირი, საკმაოდ დამცირებულები ვართ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ და იმით, რომ ყველა მხარის შეთანხმება არ იყო დაცული, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.
ფოტიგას თქმით, „ახლა, როდესაც „ქართული ოცნება“ იხევს უკან და აჩერებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების პროცესს, დროა, ზეწოლა გაიზარდოს“.
„ვფიქრობ, ახლა არსებობს მომენტი, რადგან, თუ გახსოვთ 2019 წლის ცნობილი პროტესტის შემდეგ იყო ჩართულობა შარლ მიშელის მხრიდან და ეს პოზიტიური იყო. ჩვენ, ევროკავშირი, საკმაოდ დამცირებულები ვართ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ და იმით, რომ ყველა მხარის შეთანხმება არ იყო დაცული. ახლა, როდესაც „ქართული ოცნება“ იხევს უკან და აჩერებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების პროცესს, ვფიქრობ, დროა, ზეწოლა გაიზარდოს. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ვცადოთ და ვიმუშაოთ. შესაძლოა, ჩვენ არ ვიყოთ კმაყოფილები, მაგრამ ჩვენ ვიცით ქართველი საზოგადოების ნება და ამიტომ ზეწოლას ვაძლიერებთ“, – აღნიშნა ფოტიგამ.