ანა ფოტიგა - მივემგზავრები საქართველოში მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, აუცილებელია, არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს
ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოდის.
მისივე თქმით, აუცილებელია, არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს.
„საქართველოში მივემგზავრები მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. აუცილებელია, არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად“, – წერს ანა ფოტიგა.
ამასთან, საქართველოს პირველ არხთან საუბარში გერმანელმა ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იქნება.