ანა ფოტიგა - მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის წაყვანა, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს
მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის წაყვანა, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ცუდი ამბები მოდის საქართველოდან, გამორჩეული ქვეყნიდან, რომლის ხალხით, კულტურით, ისტორიითა და მემკვიდრეობით ყველა აღფრთოვანებული ვართ. ახალი კანონპროექტი და ძალადობა, რომელიც ამ კანონპროექტს მოყვა, არ არის მხოლოდ შეშფოთების საგანი, ეს სახიფათო თამაშია. საერთო საფრთხეების, ჩვენს კართან ომის წინაშე კოლექტიური დასავლეთი, ჩვენი რეგიონი რჩება ერთიანი და კონსოლიდირებული.
მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის წაყვანა, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს. ასევე ყველა ჩვენგანის.
ზვიად გამსახურდიამ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის ღირსეული ადგილისკენ მსოფლიო სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ყველა ფუნდამენტური უფლებასა და თავისუფლების დადასტურებითა და თანაბრად უზრუნველყოფით“, – წერს ანა ფოტიგა.