ანა დოლიძემ პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა. ყრილობა „არტოს ბაღში“ გაიმართა, სადაც შეკრებილებმა ანა დოლიძე პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.
ამასთან, ყრილობაზე აირჩიეს პოლიტსაბჭოს წევრებიც.
„საქართველოში არის დაკვეთა რაციონალური ხალხის პრობლემებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალაზე. პარტია „ხალხისთვის“ იქნება კონცენტრირებული მხოლოდ ხალხის პრობლემების გატანასა და გადაწყვეტაზე. ამას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა დიდუბე-ჩუღურეთში და ექნება დიდი მხარდაჭერა მოსახლეობაში. დღეს აქ სულ მცირე 300 ადამიანი უნდა ყოფილიყო და უკვე მოვიდა 400-ზე მეტი ადამიანი. პარტია იქნება ხალხისთვის, რომელიც კონცენტრირებული იქნება მხოლოდ საქმეზე და იმაზე, რომ ყოველწლიურად საქართველოს ყველა მოქალაქის მდგომარეობა წინ წავიდეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.