ანა დოლიძემ და „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
ანა დოლიძემ და „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია- ბრიფინგი გამართეს.
კამპანიის წევრების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა აამოქმედოს სპეციალური ცხელი ხაზი იმ ადამიანებისთვის, ვინც აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული და სხვადასხვა ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭიროებათ.
მათივე განმარტებით, ასევე, აუცილებელია, სისტემაში შევიდეს ცვლილებები, რათა ამოქმედდეს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები ასეთი პრობლემის მქონე, როგორც მოზარდი, ისე ზრდასრული ადამიანებისთვის.
აქციის მონაწილეები სახელმწიფოს სთხოვენ, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა სამომავლოდ ქვეყანაში აღნიშნული მიზეზით სუიციდის შემთხვევები აღარ დაფიქსირდეს.