ანა დოლიძე - ვწუხვარ, რომ გამოთქმა „ადეიშვილის ნარჩენები“ იუსტიციის საბჭოს წევრებმა საკუთარ თავზე მიიღეს
მოსამართლე წევრებს არ მოეწონათ, რომ მე სასამართლოს კონტროლის მცდელობაში დავადანაშაულე ადეიშვილის ნარჩენები. ძალიან ვწუხვარ, თუ ეს რომელიმე მათგანმა საკუთარ თავზე მიიღო“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოს წევრების დღევანდელი საპასუხო განცხადებები აღიქმება როგორც მცდელობა, დაუწესონ ცენზურა წევრს, რომელსაც აქვს კრიტიკული მოსაზრებები.
„მოსამართლე წევრებს არ მოეწონათ, რომ მე სასამართლოს კონტროლის მცდელობაში დავადანაშაულე ადეიშვილის ნარჩენები. ძალიან ვწუხვარ, თუ ეს რომელიმე მათგანმა საკუთარ თავზე მიიღო, მაგ მათ მსჯელობას და მათ უარყოფით დამოკიდებულებას ჩემი განცხადებების მიმართ ვიღებ როგორც მცდელობას, რომ მათ დაადუმონ ერთ-ერთი შედარებით კრიტიკულად განწყობილი საბჭოს წევრი“, – განმარტა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის თქმით, მისმა დილანდელმა განცხადებამ სასამართლო კრიტიკის შესახებ, გააღიზიანა უვადოდ გამწესების მსურველი კანდიდატი გიორგი გოგინაშვილი, რომლის გასაუბრების პროცესიც მიმდინარეობს. მან ანა დოლიძის აცილების საკითხი დააყენა, საბჭოსგან კი მხარდაჭერა მიიღო.
„ჩემი აცილების საკითხი დასვა სისლის სამართლის მოსამართლემ, რომელიც ამ რეპრესიული წლების განმავლობაში იყო სასამართლოს წევრი, მაგრამ ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ საკითხის მჯელობა მიმდინარეობდა ჩემს დღეს დილანდელ განცხადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძემ დღეს უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების დაწყებამდე განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ, სასამართლოში საკუთარი გავლენა შეინარჩუნონ.