ანა დოლიძე - ვერავითარი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ მიანიჭებს არჩევნებს ლეგიტიმაციას, ეს მათი საქმე არ არის
ანა დოლიძე - ვერავითარი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ მიანიჭებს არჩევნებს ლეგიტიმაციას, ეს მათი საქმე არ არის

ვერავითარი საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნებს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს, ეს მათი საქმე არ არის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, 28 ოქტომბრის აქცია იქნება საზოგადოების „რისხვისა და პროტესტის“ პირველი ფართომასშტაბიანი გამოხატვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ვერავითარი საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნებს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს, ეს მათი საქმე არ არის. ეს იქნება პირველი ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოხატვა ჩვენი რისხვისა და პროტესტისა, ეს არის მნიშვნელოვანი აქტი ერთმანეთისთვის და, ასევე, ჩვენი მეგობრებისთვის უცხოეთში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.