ანა დოლიძე - ვაპირებ, ჩავერთო სასამართლო პროცესებში და დავიცვა რუსთაველზე აქციისას დაკავებულების ინტერესები
მოწადინებული ვარ, რომ არ დაუტოვოთ ეს 305 ადამიანი მიხეილ ჩინჩალაძის გამგებლობაში და უნდა გამოვიხსნათ, – ამის შესახებ იუსტიციის არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
ანა დოლიძე მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი იურისტების ჯგუფს, რომელიც უფასო იურიდიულ მომსახურეობას უწევს აქციის შედეგად დაპატიმრებულებს.
მისივე თქმით, აპირებს, თავად ჩაერთოს სასამართლო პროცესებში და დაიცავს აქციის დროს დაკავებულების ინტერესები.
„იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძის გამგებლობაში და ჩვენი სასამართლო სამართლიანი არ არის, ეს ცნობილია. ხალხის ინტერესების დასაცავად დავუდგეთ მხარში ჩვენ ჩავერთვებით სასამართლო პროცესებში და გამოვააშკარავებთ ადამიანის ინტერესების დარღვევებს. მე, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელსაც მადარდებდა აქამდე სასამართლო სისტემის მდგომარეობა, მოწადინებული ვარ, რომ არ დაუტოვოთ ეს 305 ადამიანი მიხეილ ჩინჩალაძის გამგებლობაში და უნდა გამოვიხსნათ. ამისთვის მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის საია და ინდივიდუალური ადვოკატები, ეს არის საზოგადოებრივი იურისტების ჯგუფი, რომლის მიზანია, მხარდაჭერა გამოუცხადოს დაპატიმრებულებს“, – განაცხადა დოლიძემ.