ანა დოლიძე - იმისთვის, რომ გახდე მოსამართლე, სასამართლოს გარეთ კომპეტენცია და გამოცდილება საკმარისი არ არის
ანა დოლიძე - იმისთვის, რომ გახდე მოსამართლე, სასამართლოს გარეთ კომპეტენცია და გამოცდილება საკმარისი არ არის

სისტემა აჩვენებს, იმისთვის, რომ გახდე მოსამართლე, სასამართლოს გარეთ კომპეტენცია და გამოცდილება საკმარისი არ არის – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, დღეს ჩანიშნულ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეფასებისას. მისი განმარტებით, იკვეთება, რომ სისტემაში ხვდებიან მხოლოდ და მხოლოდ ის პირები, ვისაც მანამდე სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება აქვს.

„სისტემა გვაჩვენებს, რომ ყველა კანდიდატი, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე არის ნამუშევარი სასამართლოს მდივნად, სასმართლოს თანაშემწედ. ეს არის მათი გამოცდილება. სისტემა აჩვენებს, იმისთვის, რომ გახდე მოსამართლე, კომპეტენცია და გამოცდილება სასამართლოს გარეთ საკმარის არ არის. მთავარია, ბევრი წელი იმუშაო სასამართლოს სისტემაზე და შემდეგ გიჩნდება შანსი, დაინიშნოს მოსამართლედ. ეს ნიშნავს, რომ გარეშე პერსპექტივა, გარეშე თვალსაწიერი, ადამიანს, რომელსაც მანამდე კავშირი არ ჰქონდა ამ ჯგუფთან, სისტემაში მოსამართლედ ვერ მოხვდება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამი წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებს, რომელთაც უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ, დღეს კენჭს უყრის.