ანა დოლიძე - სასამართლოს ავტორიტეტს ყოველდღიურად ის ადამიანები ლახავენ, რომელთა საქციელი მოსამართლეს არ შეეფერება
მოსახლეობის ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ ძალიან დაბალია, რაც სამწუხაროა, რადგან მთავარი ინსტრუმენტი, რომელზეც უნდა იდგეს ნორმალური სასამართლო, სწორედ ავტორიტეტია, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ NDI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მოსახლეობის ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ ძალზე დაბალია. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მთავარი ინსტრუმენტი, მთავარი იარაღი, რომელზეც უნდა იდგეს ნორმალური სასამართლო, სწორედ ავტორიტეტია.
სასამართლოს ავტორიტეტს ყოველდღე ლახავენ ადამიანები, რომლებიც იქცევიან ისე, როგორც საერთოდ არ შეეფერება მოსამართლეს და მათ მანტიას. მათი ხსენება არც კი ღირს.
სასამართლოს ავტორიტეტს ლახავს ფაქტი, რომ ლევან მურუსიძე დღეს საკუთარ თავს წარმოაჩენს მართლმსაჯულების ლიდერად. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და სამწუხარო შედეგი, რომელიც საკუთარი საქმიანობის ექვსი წლის თავზე მიიღო ხელისუფლებამ, რომელმაც თავისისაქმიანობა სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობით, გაჯანსაღებით დაიწყო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.