პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის შეფასებით, აუცილებელია, საპენსიო რეფორმა სწორად ამოქმედდეს.
მისი თქმით, მსჯელობა საკითხის ირგვლივ დიდი ხანია მიმდინარეობს, რაც ნამდვილად მისასლმებელია.
“პენსია ჩვენი სოციალური დაცვის მთავარი და აუცილებელი ინსტრუმენტია. შესაბამისად, საპენსიო რეფორმა არის ისტორიული რეფორმა. მისასალმებელია, რომ ამ რეფორმაზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა. ასევე მისასალმებელია, რომ მიმდინარეობს აქტიური საზოგადოებრივი მსჯელობა ყველა იმ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ესოდენ ისტორიულ და მიშვნელოვან საკითხს ეხება”, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.
საპენსიო რეფორმის თემაზე საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებმა და ევროპელმა ექსპერტებმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.