მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. დოლიძემ პარტიის დასარეგისტრირებლად საჭირო ხელმოწერების შეგროვება დღეს დაიწყო.
ანა დოლიძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა, მათ სამომავლო ხედვები გააცნო და მსურველებს პარტიაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.
დოლიძის თქმით, ახალი პოლიტიკური პარტია მთავარს – სახალხო ინტერესს მოემსახურება.
„როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ჩვენც შეწუხებული ვართ იმ პოლიტიკური ჩიხით, რაც შექმნილია ჩვენს პოლიტიკაში. ამ პირობებში, ჩემდამი გამოცხადებული ნდობის გამო, რაც არის მოსახლეობის 18% იმ კონკრეტულ ოლქში, გადავწყვიტეთ, პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მთავარს – სახალხო ინტერესს მოემსახურება. ამიტომ პარტიას მარტივად – „ხალხისთვის“ ერქმევა. დღეს ხელმოწერებს ვაგროვებთ, რადგან კანონმდებლობა ხელმოწერების გარკვეულ რაოდენობას მოითხოვს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ ისე, როგორც სხვა პარტია, კაბინეტში და თავის შემოგარენში, ჩვენ გავდივართ ხალხში!”, – განაცხადა დოლიძემ.