მთავრობა არალეგიტიმურია, არჩეული ვართ ჩვენ. პროტესტი გაგრძელდება, ჩვენი კი ვართ მობილიზებული ჩვენი არჩევანის დასაცავად, – ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ აქციაზე გამოიხატება მოსახლეობის დიდი ნაწილის გულისწყრომა მოპარულ არჩევანთან დაკავშირებით.
„ჩვენი უცხოელი მეგობრები, რომელთა ძალიან დიდი შემადგენლობა თბილისში იქნება ორშაბათს, მუდმივად უნდა ხედავდნენ, რომ აქ არის უკმაყოფილება, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დადგა. ადრე თუ გვიან ეს შედეგს მოიტანს. ესენი არიან კორუმპირებულები, ჩაჭიდებული არიან საკუთარი ცხოვრების სტილს და მათ არ სურთ, დათმონ მილიონები. ესენი არ არიან ლეგიტიმურები, არჩეული ვართ ჩვენ. ეს პროტესტი გაგრძელდება, ჩვენ კი ვართ მობილიზებული ჩვენი არჩევანის დასაცავად“, – განაცხადა დოლიძემ.