ანა დოლიძე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესის შესაცვლელად არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციას გეგმავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესის შესაცვლელად არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციას გეგმავს.
ანა დოლიძის თქმით, საქართველოს პარლამენტი დაინტერესდა, აღნიშნული წესის ცვლილებით და საბჭოს მოსაზრებებს დეპუტატები 5 აპრილს ჩანიშნულ შეხვედრაზე მოისმენენ.
“პარლამენტი გამოეხმაურა იმ აქტივობას და სერიოზულ მოწოდებებს, რომელზეც იუსტიციის საბჭოში იყო საუბარი. მოწოდება იყო, რომ იუსტიციის საბჭომ წერილობითი სახით, მიაწოდოს საკუთარი ხედვა საქართველოს პარლამენტს 5 აპრილამდე. რადგან არასამთავრობო სექტორი არ არის ამ პროცესში ჩართული, ვაპირებ, რომ გავხსნა ეს პროცესი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
დოლიძის თქმით, არასამთავრობო სექტორის წერილობითი მოსაზრებების მიღებისა და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესის შესახებ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ, საბჭოს ინიციატივით მიმართავს. მანამდე კი არამოსამართლე წევრი, აღნიშნული წესის შეჩერებას ითხოვს.