ანა დოლიძე -მოსამართლეების უვადოდ გამწესების შესახებ  დღეს არსებული სისტემა ალოგიკურია
ანა დოლიძე -მოსამართლეების უვადოდ გამწესების შესახებ  დღეს არსებული სისტემა ალოგიკურია

წარმოდგენილი ინიციატივა, გასაუბრების სიღრმისეული რეფორმის გარეშე არ არის რაციონალური და დასაბუთებული,- ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ, მისი კოლეგის დიმიტრი გვრიტიშვილის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

ინიციატივის მიხედვით, განისაზღვრება იმ მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებსაც საბჭო უვადოდ გამწესებაზე უარს ეტყვის. ანუ უნდა განისაზღვროს კონკრეტული ვადა, თუ რა პერიოდში შეეძლება მას უვადოდ გასამწესებლად კონკურსში განაცხადის ხელახლა შეტანა.

ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ დღევანდელი სისტემა არის ხარვეზიანი, რადგან პირველ რიგში კანდიდატს არ აქვს დასაბუთება არც უვადოდ გამწესებისა და არც უარის თქმის შემთხვევაში.

ანა დოლის მოსაზრებით, უნდა არსებობდეს პირველ რიგში დასაბუთების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც კანდიდატმა, რომელსაც პირველად უარის თქმის შემთხვევაში ხელახლა ექნება სურვილი განაცხადის შეტანის, აუცილებელია იცოდეს თუ რა უნდა გამოასწოროს კონკურსში წარმატების მისაღებად.

„თუ კანდიდატს შეუძლია საბჭოს უარის თქმის მიუხედავად 3 თვეში შემოიტანოს განცხადება, საბჭოს უარი თავისთავად აზრს კარგავს. მაშინ რატომ კარგავს საბჭო ამდენ დროს, ამდენ შეფასებებს რატომ აკეთებს თუ კანდიდატი მალევე მოტრიალდება და შემოაქვს ახალი განაცხადი. 10 წლიანი გამოხდილების მქონე მოსამართლეები და ახალბედები არათანაბარ პირობებში არიან

ვფიქრობ, ეს ინიციატივა ხაზს უსვამს რომ ჩვენ გვჭირდება შინაარსობრივი და სიღრმისეული რეფორმა დანიშვნების, გასაუბრებების და განსაკუთრებით უვადოდ დანიშვნისას.

საქმე იმაშია, რომ დღევანდელი სისტემა ალოგიკურია. ჩვენ ვაფასებთ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს ქულების მიხედვით შემდეგ გადავდებთ გვერდზე ამ ქულებს და დახურული წესით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, როგორც ეს მოხდა მოსამართლე შავაძის შემთხვევაში, მას ვნიშნავთ ან არ ვნიშნავთ.

თუ ჩვენ ამ სისტემას დავტოვებთ, შემდეგ ბუნებრივია კიდევ უფრო საფუძველს მოკლებულია მსგავსი კანდიდატებისთვის ხელახლა საშუალების მიცემა, რადგან მათ არც იციან რატომ არ დაინიშნენ პირველად”, – განმარტა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება კითხვას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის რეფორმის შემთხვევაში რაზე უნდა გაკეთდეს პირველ რიგში აქცენტი, ანა დილიძე რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას.