ანა დოლიძე - მნიშვნელოვანია, ადამიანმა სამართალი თბილისშივე იპოვოს და საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა სტრასბურგში არ უწევდეს
საქართველოს მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობამ სტრასბურგში დროთა განმავლობაში იკლო, თუმცა მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები სამართალს საქართველოში ეძებენ და არა სტრასბურგში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამაში ძალინ დიდია მთლიანად სასამართლო კორპუსის როლი.
„ამაში ძალიან დიდი როლი აქვს, როგორც სასამართლო ხელისუფლებას, ასევე მთლიანად სასამართლო კორპუსს იმისთვის, რომ აქვე თბილისში, სააპელაციო თუ უზენაეს სასამართლოში იპოვოს ადამიანმა სამართალი და საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა სტრასბურგში არ უწევდეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძე უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ – სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს.