ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობამ გავრილოვის ღამეს იხელთა მომენტი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსანტთა სია დაავიწროვა
ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობამ გავრილოვის ღამეს იხელთა მომენტი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსანტთა სია დაავიწროვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, სწორედ 20 ივნისს, ანუ გავრილოვის ღამეს იხელთა მომენტი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსანტთა სია 50 კაცამდე დაავიწროვა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევ კონკურსს გამოეხმაურა.

„ვიხილეთ ბიულეტენები, რომლებიც როგორც ძალიან კარგად აჩვენა სახალხო დამცველის კვლევამ, ერთმანეთს ძალიან საეჭვოდ ემთხვევა. იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, სწორედ 20 ივნისს, ანუ გავრილოვის ღამეს იხელთა მომენტი და 50 კაცამდე დაავიწროვა კონკურსანტთა სია. ამ სიის მიმართ, ზუსტად როგორც სახალხო დამცველმა მიანიშნა, არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები, ხომ არ ადასტურებს და ჩემი აზრით, ადასტურებს ეს სია, სასამართლოს შიგნით კლანის არსებობას, როდესაც თითქოსდა, მესამე კლასელებივით ერთმანეთისგან გადაწერილი ბიულეტენები გვაქვს“, – განაცხადა დოლიძემ.

ის მიმართავს საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს ამ სიის კენჭისყრისგან.

მორიგჯერ, ეს გვაძლევს საშუალებას, მივმართო საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს, კენჭი უყაროს და ლეგიტიმურობა მიანიჭოს ამ სტილით შედგენილ სიას. ეს მხოლოდ დააზიანებს უზენაეს სასამართლოს“, – აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ.