ანა დოლიძე ითხოვს, იუსტიციის საბჭომ დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია, როდის გაიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება
ანა დოლიძე ითხოვს, იუსტიციის საბჭომ დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია, როდის გაიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება

ალბათ, ფიქრობენ, რომ ჩვენ, გიორგი მიქაუტაძის ტვინის ხვეულებში უნდა წავიკითხოთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე როდის უნდა მოვიდეთ საბჭოში,- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საუბრისას.

ანა დოლიძე ითხოვს, რომ საბჭომ დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ როდის გაიმართება გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან. მისივე თქმით, საბჭოს წევრებს, მინიმუმ 2-3 საათი მაინც უნდა ჰქონდეთ, რათა საინტერესო კითხვები მოამზადონ კანდიდატებთან გასაუბრების დროს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ტრადიციულად უგულებელყოფს წესრიგს, საზოგადოების მაღალ ყურადღებას მოსამართლეების არჩევის საკითზე. ამ ეტაპზე არ გვაწვდის ინფორმაციას, როგორი იქნება გასაუბრებების გრაფიკი. ჩვენ ვითხოვთ, დაადგინონ ისეთი გრაფიკი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ საზოგადოებრივ მონაწილეობას, წინასწარ მოგვცენ საკმარისი დრო იმისათვის,რომ გავესუბროთ თითოეულ კონსულტანტს. ასევე წინასწარ გვითხრან, როდის, რა ვადაში იქნება გასაუბრებები. ეს ინფორმაცია ხალხმა და ჩვენ, როგორც საბჭოს წევრებმა არ ვიცით. ალბათ, ფიქრობენ, რომ ჩვენ, გიორგი მიქაუტაძის ტვინის ხვეულებში უნდა წავიკითხოთ, როდის უნდა მოვიდეთ აქ გასაუბრებაზე. რა თქმა უნდა, ასეთი უგულებელყოფითი დამოკიდებულება ჩვენი და საზოგადოებრივი ინტერესის მიმართ მიუღებელია“, – განაცხადა დოლიძემ.