ანა დოლიძე გია ვოლსკის საარჩევნო შტაბს თვალთვალში ადანაშაულებს
ანა დოლიძე გია ვოლსკის საარჩევნო შტაბს თვალთვალში ადანაშაულებს

დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გია ვოლსკის საარჩევნო შტაბს თვალთვალში ადანაშაულებს.

ანა დოლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოქალაქეებთან მის შეხვედრებს იღებენ. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ხელს უშლის, აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. მისი მოთხოვნაა, მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და საქმე აღიძრას ​ადევნების მუხლით.

„ჩემი კამპანიის თითოეულ შეხვედრას თან სდევს თვალთვალი და ვიდეოგადაღება გია ვოლსკისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლისგან. დღეს აქ მაქვს კონკრეტული ფაქტები, ხალხის ფოტოები, ე.წ ასინეთების, რომლებიც დაქირავებული ჰყავს გია ვოლსკის შტაბს და „ქართულ ოცნებას“, რათა გვითვალთვალოს, უთვალთვალოს ჩვენ კამპანიას და გადაიღოს ყველა მოქალაქე, რომელიც ჩემს შეხვედრაზე დადის. მოვითხოვ, ადევნების მუხლით გამოვლინდეს ამ სისტემატური თვალთვალის მონაწილეები. გამოვლინდეს და დასაჯოს მათი ორგანიზატორი, მე მცნონ დაზარალებულად, რათა შევძლო და მოვითხოვო, წინ წავიდეს გამოძიება ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.