ანა დოლიძე - გარკვეული გრაფიკით არჩევნების გადადება პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გონივრულ ქცევად მიმაჩნია
ანა დოლიძე - გარკვეული გრაფიკით არჩევნების გადადება პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გონივრულ ქცევად მიმაჩნია

თავიდანვე ვთქვი, რომ კოვიდი არის „ქართული ოცნების“ საუკეთესო პოლიტიკური პარტნიორი. შარშანაც „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალურად პოლიტიკურად გამოიყენა კოვიდსიტუაცია იმით, რომ არ იყო საკმარისი დამკვირვებლები, სრულყოფილად ვერ ჩავატარეთ კამპანია, – ამის შესახებ პარტიის „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ გააცხადა.

მისივე თქმით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული გრაფიკით არჩევნების გადადება გონივრულ და პასუხისმგებლიან ქცევად მიაჩნია.

„ელემენტარული სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალება არ გვქონდა ჩვენს თანამოქალაქეებთან. წელს სიტუაცია უფრო მძიმეა. უტრანსპორტობის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციის დროს ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ჩვენი გუნდის წევრებს და ასევე მოქალაქეებს, არჩევნების ჩატარება გაჭირდება. ეს ვერ იქნება დემოკრატიული არჩევნები. ამიტომ, გარკვეული გრაფიკით არჩევნების გადადება იმ პირობით, რომ ხელისუფლება რეალურ ზომებს მიიღებს პანდემიასთან საბრძოლველად, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გონივრულ და პასუხისმგებლიან ქცევად მიმაჩნია. შესაბამისად, ამ დისკუსიას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.