მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე დღეს დიდუბეში გუნდთან ერთად გაისეირნებს.
ანა დოლიძე მოქალაქეებს მიმართავს, მის გუნდთან ერთად ისეირნონ.
„მე და ჩემი გუნდი დღეს გავისეირნებთ ფეხით, აკაკი წერეთლის ძეგლიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლამდე 4.5კმ. გზად ვისაუბრებთ, დავათვალიერებთ და შევხვდებით ყველას, ვისაც სურს. მოგვყავს მეგობრები, ოჯახის წევრები და ბავშვები. ჩაიცვით კომფორტულად. შემოგვიერთდით გზად, სადაც გინდათ და რამდენი ხნითაც გინდათ. ვხვდებით აკაკი წერეთლის ძეგლთან 19:00 საათზე“, – აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში, რომელსაც ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ანა დოლიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დიდუბე ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.