ვაპირებ, რომ სასამართლოების წინაშე დავსვა დიდი კითხვის ნიშანი, აცილების პროცედურაზე, – განმარტა ანა დოლიძემ საია-ს სარჩელზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოში მისი სახელით შეიტანს.
სარჩელის მიხედვით, ორგანიზაცია აცილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას მოითხოვს.
ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ მისი აცილება იყო დაუსაბუთებელი. მისი თქმით, აცილების მიზეზი მისი არაკომფორტული კითხვებია.
„მოხდა ჩემი სრულიად დაუსაბუთებლად ჩამოცილება გასაუბრების პროცესიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგიერთ მოსამართლეს არ სურდა ჩამდგარიყო არაკომფორტულ მდგომარეობაში და გაეცა პასუხი.
მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს არის არასწორი და მიუღებელი პრაქტიკა, კრიტიკული წევრის ჩამოცილება, როდესაც ის კომფორტული არ არის საბჭოსთვის. ვაპირებ, რომ სასამართლოების წინაშე დავსვა დიდი კითხვის ნიშანი, აცილების პროცედურაზე. ეს გამომადგება არა მარტო მე, არამედ ყველას მომავალში, რომლის ჩამოცილება გადაწყდება უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი საბჭოს არაკომფორტულ მდგომარეობაში აყენებენ”,-განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობილია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველი 50 კანდიდატიდან ანა დოლიძე 15-მდე მოსამართლემ, აიცილა.
რაც იმას ნიშნავს, რომ ანა დოლიძემ ვერც გასაუბრებაში და ვერც კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.