ანა დოლიძე - არა კანტი, არა ჰეგელი, არა ილია ჭავჭავაძე, არამედ მიხეილ ჩინჩალაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძეს უსმენენ.
ნინო ქადაგიძე ერთ-ერთია, ვინც 2018 წლის დეკემბერში, პარლამენტისთვის წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ათკაციან სიაში იყო. როგორც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, ნინო ქადაგიძესთან კითხვები სწორედ ამ მიმართულებით ექნება.
„სისტემა თავად ავლენს საკუთარ იარას, რადგან ყველაზე მწვავედ აქამდე გამოსული კანდიდატები და საბჭოს წევრები რეაგირებენ ერთადერთ სახელზე და ეს სახელი არის მიხეილ ჩინჩალაძე. არა კანტი, არა ჰეგელი, არა ილია ჭავჭავაძე, არამედ მიხეილ ჩინჩალაძე. ეს არის სისტემის მთავარი იარა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის ბრალდებას უპასუხა დიმიტრი გვრიტიშვილმა. მოსამართლე წევრის თქმით, მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვა, გაღიზიანებას იწვევს.
„არარელევანტური კითხვებია. კანდიდატის შეფასებისთვის, ჩვენი აზრით, არ არის საჭირო იმის გამორკვევა, მიხეილ ჩინჩალაძე რამდენად კარგი მენეჯერია“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.