ანა დოლიძე - არ მინდა, საქართველო გახდეს ადგილი, რომლის მოქალაქეობას იმიტომ იღებენ, რომ სხვა ქვეყნის მკაცრ საგადასახადო კანონმდებლობას გაექცნენ
არ მინდა, საქართველო გახდეს ადგილი, რომლის მოქალაქეობას ადამიანები იმიტომ იღებენ, რომ სხვა ქვეყნის მკაცრ საგადასახადო კანონმდებლობას გაექცნენ, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ორმაგ მოქალაქეობას ვემხრობი, რადგან ეს არის პატარა ქვეყანა, პატარა მოსახლეობით და ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, უცხოეთში მყოფი ინტელექტუალური კაპიტალი დავკარგოთ, თუმცა, მკაცრი კონტროლით, მაგალითად, საგადასახადო ვალდებულებების. ამას მკაცრი აღრიცხვა, ანალიტიკური მუშაობა სჭირდება, რომელიც ინიციატივას აუცილებლად უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ამ განცხადებით ანა დოლიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად ემხრობა ის ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას და ხედავს თუ არა გარკვეულ საფრთხეებს.