ანა დოლიძე - ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ, სასამართლოზე გავლენა შეინარჩუნონ
ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები დღეს ცდილობენ, სასამართლოში საკუთარი გავლენა შეინარჩუნონ, ეს არის ადეიშვილის მიერ გამოზრდილი სისტემა, – ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების დაწყებამდე გააკეთა.
“მოსამართლეთა დანიშვნა არის ეტაპი, როდესაც მოსამართლე უნდა მიხვდეს, რომ არავის წინაშე არ არის დავალებული და შესაბამისად, ექნება საშუალება, საკუთარი საქმიანობა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. ადეიშვილის ნარჩენებში ვგულისხმობ იმ ხალხს, რომელიც შექმნა ადეიშვილმა, რომელთაც პროფესიული ბიოგრაფია შეუქმნა, მისი ხელის ბიჭებს. ეს ადამიანები კვლავაც არიან სისტემაში და სისტემის გარეთ. ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ საკუთარი გავლენები, გარწმუნებთ, რომ მათი წუთები დათვლილია”, – აცხადებს ანა დოლიძე.
დღეს გასაუბრება 17 კანდიდატთან გაიმარტებაა. მათ შორისაა შორენა გუნცაძე, რომელმაც გიორგი გიორგანაშვილს ნარკოდანაშაულისთვის რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდა, ასევე კანდიდატებს შორის არის მანუჩარ კაპანაძე, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო, ასევე კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე პირველ ინსტანციაში.