ანა დოლიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მიმართვა რეალურად არაფერს ცვლის 
ანა დოლიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მიმართვა რეალურად არაფერს ცვლის 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მიერ გავრცელებული მიმართვა რეალურად არაფერს ცვლის.

„ეს მიმართვა არის მკვდარზე მიყოლებული თაიგული, რეალურად საერთოდ არაფერს არ ცვლის, არის ფორმალური გაფორმება იმის, რაც ჩვენ შევძელით და ეს არის სიის გაგრძელება. სინამდვილეში რეალურ ეფექტს რომ შევხედოთ, კვლავ რჩება შესაძლებლობა, საბჭომ მიიღოს მწარე გამოცდილება და შეიძლება ახალი ფორმით, შეცვლილი კრიტერიუმებით, იგივე ან სხვა გვარ-სახელები შემოგვთავაზონ კოლექტიური მურუსიძის სიიდან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, შესაძლებელია ახალი პროცედურების შემუშავების შემდეგ, უფრო ლამაზად, დააპირონ პირადად ჩინჩალაძის ან კოლექტიური მურუსიძეებიდან ვინმეს შეყვენა სიაში.

„უნდა ვიყოთ ფხიზლად. იმიტო არის მკვდარზე მიყოლებული თაიგული, რომ თითქმის ერთი თვე, დასჭირდათ ამ ე.წ. მაღალი კალიბრის იურისტებს, რომ ხმა ამოეღოთ ამ საკითხზე. დაგვიანებულია ძალიან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელეს, ისინი პარლამენტს მიმართავენ, მათი კანდიდატურები არ განიხილონ.