ანა ბუჩუკური - „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობის“ წიაღში რომ დაბრუნდა, გასაკვირი არ არის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, რასაც ყოველთვის მივესალმები
„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობის“ წიაღში რომ დაბრუნდა, ამაში გასაკვირი და მოულოდნელობა არ არის, გარდა იმისა, რომ ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, რასაც ყოველთვის მივესალმები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, მის წარმოსახვაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ისედაც ერთი ქოლგის ქვეშ იყვნენ.
„ვაშაძე ცოტა ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობასთან“ არ დადგებოდა, მაგრამ ვნახეთ, რამდენი ხანი გასტანა. ჩვენთვის წითელი ხაზია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება დანარჩენებთან გაერთიანებას, არიან პარტიები, რომელთაც გაერთიანება ბარიერის გადალახვისთვის სჭირდებათ. ჩვენს გუნდს ამის პრობლემა არ აქვს. შესაბამისად, ბარიერის გადალახვის მიზნით ვინმესთან გაერთიანება არაგონივრულია. ჩვენს გზას მივყევით. ვისურვებდით, 2024 წელს პარტიები ისე გაძლიერდნენ, რომ, ჯამში, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ 50 პროცენტი არ ჰქონდეთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.