ანა ბუჩუკური - საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნა არასწორია, ვიღაც მიიჩნევს, რომ დასანქცირებით ხელისუფლება დასუსტდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ზიანდება
ვიღაც მიიჩნევს, რომ დასანქცირება თუ იქნება, ამით ხელისუფლება დასუსტდება, მაგრამ, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ზიანდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნა არასწორია.
„მსუბუქად რომ ვთქვა, საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნა არასწორია და წერტილი. ვიღაც თვლის, რომ დასანქცირება თუ იქნება, ამით ხელისუფლება დასუსტდება, მაგრამ, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ზიანდება. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ არ შეიძლება, 24/7-ზე „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგი ეს იყოს. „ქართული ოცნება“ ამით იკვებება და ურჩევნია, ამაზე ილაპარაკოს, ვიდრე იმაზე, რატომ გაუშვა საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა, რომ ნატო-ს სამიტზე პროგრესისთვის მიგვეღწია. „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ამის ნაცვლად, სააკაშვილსა და ლობისტურ კამპანიაზე ისაუბროს. სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ჩემთვის ეს თემა საინტერესო არ და ვერ იქნება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.