ანა ბუჩუკური - რამე მეტყობა, რომ ნიკა მელიას მოწოდებას ვიღებ? ურჩევნიათ, მიხედონ თავიანთ პარტიას, რომელიც კომიკურ ორგანიზაციადაა ჩამოყალიბებული და ორი წელია, ბრაზილიურ სერიალს გვაყურებინებენ
მეტყობა რამე, რომ ნიკა მელიას მოწოდებას ვიღებ? ურჩევნიათ, მიხედონ თავიანთ პარტიას, რომელიც, ფაქტობრივად, კომიკურ ორგანიზაციად არის ჩამოყალიბებული და ორი წელია, რაღაც ბრაზილიურ სერიალს გვაყურებინებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ნიკა მელიას ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენს გუნდს არავის მოწოდება არ სჭირდება, ჩვენს ტაქტიკას და გზას მივყვებით. მათი მოწოდებები არც საინტერესოა და ჩემთვის კომიკურია“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – დაწერა ნიკა მელიამ.