ანა ბუჩუკური - პრაგმატული მიზანია, რომ „ლელო“ რამენაირად მოხვდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტში, თუმცა ამის სურათი ჯერჯერობით არ გვაქვს
ანა ბუჩუკური - პრაგმატული მიზანია, რომ „ლელო“ რამენაირად მოხვდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტში, თუმცა ამის სურათი ჯერჯერობით არ გვაქვს

„ლელოს“ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესხმიან ხოლმე თავს, ჩვენი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ანა ბუჩუკური გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.

„ლელოს“ ვუსურვებთ წარმატებას. პრაგმატული მიზანია, რომ „ლელო“ რამენაირად იქნებ მოხვდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტში, თუმცა ამის სურათი ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ „ლელოს“ წარმატებას ვუსურვებთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.