ანა ბუჩუკური - პოლიტიკოსობა ინდულგენცია არავისთვის უნდა იყოს, თუ პოლიტიკოსობას ინდულგენციად ვაქცევთ, რიგით მოქალაქეს რა პასუხს ვცემთ
საზოგადოებას რევოლუციური სცენარებით და გზებით ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებაზე უარი აქვს ნათქვამი. ამომრჩეველმა ეს ნება არაერთხელ დაამტკიცა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, რევოლუციურ სცენარებზე საუბარი ყოველთვის წარსულში აბრუნებს ქვეყენას.
„ამ წარსულიდან უნდა გამოვიდეთ და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. მიხეილ სააკაშვილს ასეთი განცხადებები ახასიათებს და პირველი არაა პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების მიმართ მიმართვა. რაც შეეხება შერიგებას, პოლიტიკოსებს უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში არის კონსტიტუცია და პოლიტიკოსობა არავისთვის შეიძლება ინდულგენცია იყოს არც წარსულისთვის, არც აწმყოსთვის და არც მომავლისთვის. ეს ეხება ყველა ხელისუფლებას. თუ პოლიტიკოსობას ინდულგენციად ვაქცევთ, რიგით მოქალაქეს რა პასუხს ვცემთ, – განაცხადა ბუჩუკურმა.