ანა ბუჩუკური - ოპოზიციიდან ვინმეს საარჩევნო ბარიერის გადასალახად თუ სურს გაერთიანება, წარმატებას ვუსურვებ, ჩვენ ეს არ გვჭირდება
ოპოზიციიდან ვინმეს საარჩევნო ბარიერის გადასალახად თუ სურს გაერთიანება, წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ეს არ გვჭირდება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავს.
„„ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სისტემური კოალიცია გამორიცხულია, რადგან ორივე არის წარსული და წარსულის წარსული. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, თუ ვინმეს გაერთიანება იმიტომ უნდა, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენს გზას მივყვებით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.