ანა ბუჩუკური - „ნაციონალურ მოძრაობას“ რესურსი აღარ აქვს და მორჩა, ჯერ კიდევ გახარიამ უწინასწარმეტყველა, რომ ქუჩის ოპოზიციად დარჩებოდა
„ნაცმოძრაობას“ სწორი გზა როდის აურჩევია? 11 წელია, ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ასუსტებს და ასრულებს, თუმცა მათი დასუსტებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის წარსულია.
„რესურსი აღარ აქვთ და მორჩა. ჯერ კიდევ გიორგი გახარიამ როდის უწინასწარმეტყველა, რომ ქუჩის ოპოზიციად დარჩებოდა. დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩის ოპოზიციაა. ვისაც ალტერნატივის შეთავაზება შეგვიძლია, გვაცადონ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.