ანა ბუჩუკური - მობრძანდნენ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი და საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს გასცენ პასუხი
ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირების მისვლას ითხოვს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები ადამიანებისა და ქვეყნის ძალადობისგან დაცვაზე, მობრძანდნენ პარლამენტში და საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს გასცენ პასუხი.
ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს“, – აცხადებს ბუჩუკური.