ანა ბუჩუკური - მმართველი პარტიის მხრიდან მორიგი ტყუილია, რომ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ, ტყუილს უწოდებს.
„ეს არის მმართველი პარტიის მორიგი ტყუილი. როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობენ იმ შეხვედრებზე, რაც გიორგი გახარიას ჰქონდა ბრიუსელში და აქვს ამერიკაში. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჩართეს ამ ტყუილების ტირაჟირებაში. ამაზე ძალიან ვწუხვართ. ტყუილია, რომ გახარია სააკაშვილს შეხვდა და ერთ სასტუმროში ცხოვრობენ. მედიას ინფორმაციას ვაწვდიდით, რომ გახარიას ბრიუსელსა და ამერიკაში მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა. ტყუილების ბევრი სერია ვნახეთ და ეს არის მეოთხე სერია. მორიგი სერია მმართველი პარტიის მხრიდან წამოვიდა. ჟურნალისტების გამო ვწუხვარ, რომ ამ ყველაფერში ჩართეს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ. მედიასაშუალება იუწყება, რომ სააკაშვილი და გახარია ერთსა და იმავე სასტუმროში იმყოფებოდნენ.