ანა ბუჩუკური - ლევან იოსელიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ეს იქნება მიზეზი, რის გამოც მხარს ვერ დავუჭერთ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატი პოლიტკურ პარტიასთან აფილირებული არ უნდა იყოს.
მისი თქმით, „საქართველოსთვის“ ლევან იოსელიანს მხარს არ დაუჭერს.
„ლევან იოსელიანის მიმართ ჩემს პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი არ უნდა იყოს პოლიტიკურად აფილირებული რომელიმე პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლევან იოსელიანის მიმართ დადებითად ვართ განწყობილი, ის ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ეს იქნება მიზეზი, რიც გამოც მხარს ვერ დავუჭერთ, თუმცა მასთან კომუნიკაცია გვექნება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
„მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.