ანა ბუჩუკური - გამორიცხული არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის მავნებლურ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ
ანა ბუჩუკური - გამორიცხული არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის მავნებლურ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ

არ არის გამორიცხული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ იმპიჩმენტს და ზურაბიშვილი გადააყენონ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებმაც შეიძლება, ამ მავნებლურ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ, მათი ალიანსი კიდევ ერთხელ დადასტურდეს და თანამდებობიდან ერთობლივად გადააყენონ სალომე ზურაბიშვილი. მსგავსი პრეცედენტები ყველას გვახსოვს, როცა რამდენიმე თვის წინ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში მურუსიძის კლანი გააძლიერა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების დახმარებით. არ შეიძლება, გამოირიცხოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ იმპიჩმენტს და ზურაბიშვილი გადააყენონ. პრეზიდენტთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე იმპიჩმენტზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.