ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდი და გიორგი გახარია ვინმეს სათადარიგო ვარიანტი არ არის
ჩვენი გუნდი და გიორგი გახარია ვინმეს სათადარიგო ვარიანტი არ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ უკვე ისაუბრა ზოგად ხედვებთან დაკავშირებით პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე.
„ვის და როგორ გავუწევთ კონკურენციას, ეს იქნება დიდი შრომის შედეგი. ფაქტია, რომ ჩვენი გუნდის მიმართ დიდი მოლოდინია საზოგადოებაში. პარტიული დაფინანსება იქნება საჯარო, ორივე მხარე ბევრ რამეს გვაბრალებს, ამიტომ სერიოზულად არ ღირს ამ ყველაფერში შესვლა. გიორგი გახარია ბევრი სხვადასხვა თვისებით გამოირჩეოდა, მათ შორის იმითაც, როგორი იყო მისი დამოკიდებულება კორუფციასა და ნეპოტიზმზე. ყველა დაინახავს ჩვენს ქმედებებს საქმითა და ქმედებებით. ჩვენი გუნდი და გიორგი გახარია ვინმეს სათადარიგო ვარიანტი არ არის. ამის მტკიცებას ახლა აზრი არ აქვს, ამ ყველაფერს ჩვენი ქმედებებით ნახავს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.