ანა ბუჩუკური - არსებული გამოწვევების ფონზე, დაუსრულებელი დესტრუქცია ვნებს ქართული დემოკრატიის მშენებლობასა და ევროპულ მომავალს
პოლიტიკური განაცხადის გაკეთებისთანავე ჩვენმა გუნდმა არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველოს მოსახლეობა დგას, დაპირისპირება, დაუსრულებელი დესტრუქცია დამაზიანებელი ფაქტორია, მნიშვნელოვნად ვნებს ქართული დემოკრატიის მშენებლობასა და ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანა ბუჩუკური აღნიშნავს, გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომამ გააჩინა სივრცე ქართულ პოლიტიკაში კონსტრუქციული ნაბიჯების დანერგვისა და შეთანხმების გზით სიარულის მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე პროცესებმა.
„ის განცხადებები, რომელიც პერიოდულად ჟღერდება სხვადასხვა დასავლელი პარტნიორის მხრიდან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრულ თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგთან. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს კომპრომისის ძიების და კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანისკენ სწრაფვას.
იმედი მაქვს, ეს პირველი ნაბიჯი არ იქნება მხოლოდ საჩვენებლად გაკეთებული და გამოიხატება სხვა, უფრო მნიშვნელოვან კონკრეტულ ქმედებებში“, – აღნიშნავს ანა ბუჩუკური.
📢 პოლიტიკური განაცხადის გაკეთებისთანავე ჩვენმა გუნდმა არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების…
Posted by Anna Buchukuri on შაბათი, 17 აპრილი, 2021