ანა ბუჩუკური - აქციებს კომიკურად აღიქვამს უკვე საზოგადოების ძირითადი ნაწილი, ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჭკუა ვერ ისწავლეს
ანა ბუჩუკური - აქციებს კომიკურად აღიქვამს უკვე საზოგადოების ძირითადი ნაწილი, ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჭკუა ვერ ისწავლეს

ფაქტია, რომ აქციებს აქამდე არაფერი შედეგი გამოუღია, გარდა იმისა, რომ კომიკურად აღიქვამს უკვე საზოგადოების ძირითადი ნაწილი, ფაქტია, რომ ჭკუა ვერ ისწავლეს, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს.

„ჯერ კიდევ როდის უწინასწარმეტყველა გიორგი გახარიამ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ისინი ქუჩის ოპოზიცია იქნებოდნენ. ხომ დავინახეთ, რომ ისინი არიან ქუჩის ოპოზიცია. არანაირი რესურსი ხელისუფლების დასუსტების თუ რყევების გამოწვევის ამ პარტიას არ აქვს. ვისაც შეგვიძლია, ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად და წყნარად შედეგი დავაყენოთ არჩევნებზე, როგორც დავაყენეთ 2021 წელს, იმ პარტიებს გვაცალეთ. ფაქტია, რომ აქციებს აქამდე არაფერი შედეგი არ გამოუღია, გარდა იმისა, რომ კომიკურად აღიქვამს უკვე საზოგადოების ძირითადი ნაწილი მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკას. ფაქტია, რომ ჭკუა ვერ ისწავლეს, ამ ათი წლის განმავლობაში სულ ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ. ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების რესურსი არ აქვს, ანუ უკეთესი ვეღარ გახდება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.