ანა ბუჩუკური - ადამიანის ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია ამორალურია, იმედია, გაირკვევა, რა, როგორ მოხდა და სპეკულაციები დასრულდება
ადამიანის ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია, სპეკულაცია ამორალური და არასწორი მგონია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ბუჩუკური გუშინ წყალტუბოში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, მძიმე ვითარება იქმნება იმ პოლარიზაციის შედეგად, რასაც ქვეყანაში ქმნიან „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. იმედია, გაირკვევა, რა და როგორ მოხდა და მანიპულაციები თუ სპეკულაციები დასრულდება, რადგან სწორი არ არის. სამწუხაროდ, „ნაცების“ და „ოცნების“ მიერ შექმნილი პოლარიზაცია ხშირად ჩვენს მოქალაქეებზე აისახება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.