ანა ბიბილაშვილი - კახა კალაძეს ქალაქის წინაშე დღემდე ჩაუბარებელი აქვს მთავარი ტესტი
ანა ბიბილაშვილი - კახა კალაძეს ქალაქის წინაშე დღემდე ჩაუბარებელი აქვს მთავარი ტესტი

კახა კალაძემ ვერ ჩააბარა მთავარი ტექსტი ქალაქისა და ადამიანების წინაშე, – ასე უპასუხა „ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა კალაძის განცხადებას, მერობის კანდიდატების მიერ ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

„კალაძის განცხადება, რომლითაც ის ტოლობის ნიშანს სვამს ნარკოტესტის პასუხსა და სუფთა არჩევნებს შორის, არის ცინიზმის მწვერვალი და ადამიანების დაცინვა, იმ ადამიანებისა, რომელთა წინაშე მან ვერ ჩააბარა მთავარი ტესტი, ვერც სოციალური პრობლემების დაძლევის, ვერც მდგრადი განვითარების, ვერც ადამიანების უსაფრთხოების და რაც მთავარია ვერც დემოკრატიის ტესტი. ეს არის მერი, რომლის მმართველობის დროსაც აყვავდა კორუფცია და ნეპოტიზმი ჩვენს ქალაქში. სუფთა არჩევნები და დემოკრატიული გარემო სრულიად საწინააღმდეგოა იმისა რასაც მისი გუნდი 9 წელია ატარებს ამ ქვეყანაში,”- აღნიშნა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, ყოვლად მიუღებელია კალაძის ინიციატივა, თუმცა როგორც ბიბილაშვილი აცხადებს, „მზად არიან ჩააბარონ ყველა ტესტი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“.